ირაკლი ხმალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს

თბილისის ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადების ზრდას იმ პოლიტიკას უკავშირებს, რაც გატარდა და აღნიშნავს, რომ სწორი ტენდენციაა.

ხმალაძის თქმით, ნაკადების ზრდა სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტაა.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა. ვერ ვიტყვით, რომ მერია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. დღევანდელ ნაკადებს მეტრო აუდის, მაგრამ პრობლემა არის ერთ კონკრეტულ სადგურზე, რომელიც გადასაჯდომია ერთი ხაზიდან მეორეზე და იქ არის პიკის საათებში გადატვირთულობა. პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს სწორია და რაც მთავარია, შედეგიანი გამოდგა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები”,- განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები