თერჯოლაში ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2019” მიმდინარეობს

თერჯოლაში ღვინის ფესტივალი “თერჯოლა 2019” მიმდინარეობს. ფესტივალზე მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოდგენილი აქვს იმერული ეზო და სხვადასხვა ვაზის ჯიშისგან დაყენებული ღვინოები, რომელთაგანაც საუკეთესოებს, სომელიების ჟიური გამოავლენს.
“იმერეთის მკვიდრი ვარ და მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული,წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი პროდუქცია და კარგია რომ გვაქვს საშუალება წარმოვაჩინოთ ჩვენი ღვინოები”,- აღნიშნავს თერჯოლის მკვიდრი ნარგიზა გვენეტაძე. დღესასწაული 2013 წლიდან აღინიშნება და მას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.
“დღეს არის ღვინის ფესტივალი, რომელიც დაარსდა 2013 წლის 23ოქტომბერს, ავღნიშნავთ ყოველ წელს ტრადიციულად, გვყავს მოწვეული სტუმრები. ეს ფესტივალი ემსახურება თერჯოლის ღვინის პოპულარიზაციას”,- განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა,  ბონდო სოფრომაძემ.
დღესვე  ფინალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში სოფელ რუფოთსა და ძევრს შორის გაიმართა. სკვერში ასევე, მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა თერჯოლის სამხატვრო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და კერძო შემოქმედთა მონაწილეობით. მოწყობილია ატრაქციონი ბავშვებისთვის და კერძო კოლექციონერთა გამოფენა .
ფესტივალი “თერჯოლა 2019” ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები