83 წლის იზოლდა შერვაშიძეს ქედის მერმა მადლობის სიგელი გადასცა

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იზოლდა შერვაშიძე შრომის ვეტერანის და ,,აჭარის დამსახურებული მასწავლებლის“ წოდებებს ატარებს. პროფესიით პედაგოგი სოფელ ორცვაში პედაგოგების ოჯახში დაიბადა.
83 წლის იზოლდა შერვაშიძე 47 წლის განმავლობაში ზედა ბზუბზუში დაწყებითი კლასის პედაგოგი იყო. იგი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას იმ წლებს იხსენებს, რომელიც მოზარდების აღზრდაში გაატარა.
“ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, ყველაზე ნათელი და საუკეთესო წლები პედაგოგობის წლები იყო. ახლაც მახსენდება მასწავლებლობის პირველი პერიოდი, ბავშვებთან ერთდ მეც მეტყობოდა დაბნეულობა, როგორც ახალბედებს ჩვევიათ ხოლმე. ამ პროფესიის გარეშე ვერ წარმომედგინა ცხოვრება, ბავშვების მათი ჟრიამულის გარეშე ძნელი იქნებოდა ჩემთვის. რთულია პედაგოგობა, მაგრამ საინტერესო და შედეგიანი. სწორედ ამიტომ ვიმსახურე მთელი 47 წელი სკოლაში. ჩემთვის დიდი პატივია ბზუბზუ-ში უამრავი აღსაზრდელის აღზრდა და მათთვის საგნისადმი სიყვარულის გაღვივება”, -ამბობს იზოლდა შერვაშიძე.
ხანდაზმული პედაგოგი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მოადგილეებთან ერთად მოინახულა და წლების განმავლობაში დაუღალავი შრომისთვის იზოლდა შერვაშიძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები