ბათუმში საინფორმაციო ტური ,,ნობელების ქალაქი“ გაიმართა

,,ნობელების ქალაქი“-ამ სახელწოდებით დღეს ბათუმში საინფორმაცი ტური გაიმართა, რომელშიც როგორც მოქმედი, ასევე პრაქტიკოსი გიდები მონაწილეობდნენ. მათ იგივე გზა გაიარეს, რაც მსოფლიოში ცნობილ ძმებ ნობელებს არაერთხელ გაუვლიათ.
მიმდინარე წლის ოქტომბერში არაოფიციალური ვიზიტით, სწორედ ძმები ნობელების შთამომავალიც იმყოფებოდა, რომელმაც ბათუმში არსებული ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი მოინახულა და ბათუმში მისი წინაპრების მოღვაწეობასაც დეტალურად გაეცნო.
,,ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძმები ნობელების შთამომავალმა ის ადგილები მოინახულა სადაც მისი წინაპრები მუშაობდნენ, გაეცნო მათ ისტორიას რომელიც ბათუმთანაა დაკავშირებული. ძმებმა ნობელებმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს“-ამბობს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი თამარ ორაგველიძე
,,ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი“ის შენობაა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მათი სახელი ბათუმში ნავთობტერმინალის აგებას უკავშირდება. გარდა ამისა ძმებმა, ზღვის პირას უზარმაზარი ფოლადის რეზერვუარები აღმართეს. მათი მონაწილეობით ბაქო-თბილისი-ბათუმი რკინიგზის ხაზზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ააშენეს 835 კილომეტრი სიგრძის ნავთობსადენი; ნავთობსადენის ტრასაზე 16 სატუმბი სადგური იყო. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ხელით წარმოებდა, მილებს ერთმანეთთან ხრახნიანი ქუროებით აერთებდნენ და მათ ანტიკოროზიული იზოლაციით ფარავდნენ. ტრასის გასწვრივ სატელეფონო კავშირიც გაიყვანეს. მილსადენის ყველა ნაგებობა იმ დროისთვის მაღალტექნიკურ დონეზე შესრულდა, ხოლო თავად მილსადენი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იყო მსოფლიოში.
მსგავსი ტიპის ღონისძიება ბათუმში მომავალშიც გაიმართება. რაც მიზნად ძმებ ნობელებზე ცნობადობის ამაღლებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები