“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, “ბათუმი რივიერაზე“ დაგეგმილ მშენებლობასთნ დაკავშირებით, მმართველი გუნდი არ იზიარებს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” უმაღლეს საბჭოს ინიციატივით მიმართა. მათი მოთხოვნაა გამოისყიდოს მერიამ ეგრეთ წოდებული რივიერას ტერიტორია, ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა.

” თითოეული ჩვენთაგანისთვის, ვისაც ამ ქალაქის მომავალი აღელვებს, მიუღებელია მსგავსი პროექტის განხორციელება, რომელიც დაუკარგავს პერსპექტივას ჩვენს ქალაქს და სახიფათოა გეოლოგიური პრობლემების გამო. ხელისუფლება გვესაუბრება, რომ თუ არ აშენდება რივიერა, ეს დააზინებს ბიზნესს და საინვესტიციო გარემოს,”-განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ, ოპონენტების პოზიციაზე “ბათუმი რივიერაზე“ დაგეგმილ მშენებლობასთნ დაკავშირებით.

როგორც მმართველ გუნდში “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, თეთრის შავად და შავის  თეთრად გასაღება,  “ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული სტილია.

“თეთრის შავად და შავის  თეთრად გასაღება, ოპონენტების, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული სტილია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორცილებულ ნებისმიერ პროექტს ისინი – ნგრევად, ხოლო საკუთარი მმართველობის პერიოდის, თუნდაც განუხორციელებელ, ფურცელზე დაწერილ პროექტებს – აღმშენებლობად წარმოაჩენენ. როდესაც იგივე კომპანია წინა ხელისუფლების პერიოდში პროექტებს აანონსებდა, ამას მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აღმშენებლობად, ახლა კი რეალურ ინვესტიციას ნგრევად წარმოაჩენენ. ამ პროექტის განხორციელებით ქალაქში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება,” – ამბობს აჭრის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ლადო მგალობლიშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” პრეტენზიებს არ იზიარებს, აჭრის უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, დავით ბაციკაძეც.

“მათი მმართველობის პერიოდში პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით რომ ტერიტორიაზე მშენებლობა დაწყებულიყო. თუნდაც ის ფაქტი, როცა მიხეილ სააკაშვილმა ბულვარის ტერიტორიაზე ტექნიკური უნივერსიტეტი ააშენა, მის თანაგუნდელებს ხმა არ ამოუღიათ. ხოლო ეს ტერიტორია, სადაც არაფერი ფუნქციონირებს და ცარიელი სივრცეა, შესაძლოა ქალაქისთვის საინტერესო ლოკაციად გადაიქცეს,”  -განმარტავს დავით ბაციკაძე.

“ბათუმი რივიერაზე“ დაგეგმილ მშენებლობას “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები