სახალხო დამცველი ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

ღონისძიება დისკუსიის სახით წარიმართა. გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრაზე სახალხო დამცველის მანდატზე, ადამიანის უფლებებსა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და გამოეთქვათ მოსაზრებები, რომლებიც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან არის დაკავშირებული.

სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტებთან შეხვედრას საქართველოს რეგიონების მასშტაბით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები