ქუთაისში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ქუთაისში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ადმინისტრაცია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

“პატივცემულო მეგობრებო, მინდა სასიამოვნო სიახლე გაგიზიაროთ:. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სახელოვანი ქართველის, მსოფლიო ვარსკვლავის ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან ნატვრის ხე – “Desire Tree”,  რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის 9 ნოემბერს, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება, შემოსული თანხებით კი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ. მინდა ამ ინიციატივისთვის ქალბატონ ნინო სურგულაძეს მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები