ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ ტვიშის მოსახლეობის პრობლემები განიხილეს და მოგვარების გზებზე იმსჯელეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში რთველის მიმდინარეობა და სოფელ ტვიშის მოსახლეობის პრობლემები განიხილეს და მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ცაგერის მუნიციპალიტეტში რეალიზებულია 400 ტონამდე “ცოლიკაური”, 12 ტონა “ალექსანდროული” და 10 ტონა “უსახელოური”. ამ ეტაპისთვის ლეჩხუმში დარჩენილია 230 ტონა “ცოლიკაური” და 140 ტონა”ოჯალეში”.

მევენახეების განცხადებით, შემოსული კერძო კომპანიები ეტაპობრივად იბარებენ მოსავალს, თუმცა ტემპი არც ისე ჩქარია და ამინდის გაფუჭების შემთხვევაში, მოსავალი დაზიანდება.

შეხვედრაზე, ასევე განხილული იქნა სოფელ ტვიშში რთველთან დაკავშირებული სიძნელეები, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და მევენახეებმა აქციაც კი გამართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩაერიოს და აიძულოს იმაზე მეტი ყურძენი გაიტანოს, ვიდრე თვითონ თვლის საჭიროდ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ცაგერში რამდენიმე დღეში შემოვა სახელმწიფო კომპანია “აკურა”, რომელიც ამინდის მიუხედავად,  უპრობლემოდ ჩაიბარებს ნებისმიერი რაოდენობის ყურძენს, დარჩენილ მოსავალს კი  სახელმწიფო თავად გაუწევს რეალიზებას .

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დააანონსეს ისიც, რომ მომავალი წლიდან ტვიშის მიკროზონის ყურძენზე მოთხოვნა გაცილებით გაიზრდება და მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნება.

შეხვედრას  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები