12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ მატარებელი დაეჯახა, გაუმჯობესდა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ მატარებელი დაეჯახა დასტაბილურდა, – ამის შესახებ ექიმმა, არჩილ აგლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“გამოვლინდა ქალა-ფუძის მოტეხილობა, ინტრაცელებლურად მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. თავის ტვინზე მნიშვნელოვანი კომპრესიული ან დისლოკაციური ცვლილებები არ ვლინდებოდა. ნეიროქირურგიული კუთხიდან გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, პაციენტი განაგრძობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ზოგადი მდგომარეობა დასტაბილურებულია,”- განმარტა ექიმმა.

ცნობისთვის, 12 წლის ბავშვს მეტროსადგურ “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი გუშინ დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მატარებლის მოახლოება ვერ გაიგო.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები