საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო შესაძლებლობები არსებობს, რომელიც ხელს უწყობს ტვირთბრუნვას და ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ხაზი გაესვა ბულგარეთისა და საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას შავი ზღვის რეგიონში და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ საქართველომ და ბულგარეთმა თავიანთი ეკონომიკა კიდევ უფრო განავითარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები