ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე. წ. სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან, გრძელდება.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების : დვანის, დირბისა და ქვემო ხვედურეთის მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ .

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტულობაზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ზოლს და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

“დღეს შეხვედრები გვქონდა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან . ჩვენთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა ე. წ სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის პრობლემათა სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აღნიშნულ სოფლებში არაერთი , მცირე თუ მსხვილ ბიუჯეტიანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირება, გარე განათების სისტემების მოწყობა, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების კეთილმოწყობა და აღჭურვა. ასეთი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას რომ პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს მოსახლეობასთან , უშუალოდ გავიგოთ რა პრობლემა აქვთ , რომელია მათთვის სასიცოცხლო თუ პრიორიტეტული პრობლემები. ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში , არამედ სრულიად საქართველოში, აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრების ფორმატიც სწორადაა შერჩეული, ხელისუფლება მიდის თითოეულ მოქალაქესთან და ეკითხება რა აწუხებს , რა სჭირდება,”- განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები