ნინო ბურჯანაძე: ყველა ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნათელია, რომ ერთმნიშვნელოვანი უმრავლესობით ვერც ჩვენ და ვერც სხვა პოლიტიკური პარტია ვერ მოვალთ

“ყველა ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ნათელია ერთმნიშვნელოვანი უმრავლესობით ვერც ჩვენ და ვერც სხვა პოლიტიკური პარტია ვერ მოვალთ, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ბურჯანაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

“ყველა ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ნათელია ერთმნიშვნელოვანი უმრავლესობით ვერც ჩვენ და ვერც სხვა პოლიტიკური პარტია ვერ მოვა. ყველა მოპოვებულ ხმას და ყოველ ერთ დამატებით ხმას ექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოგვცეს შანსი, იმისა, რომ ჩვენმა პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს ქვეყნის საშინაო და საგარეო ცხოვრებაზე”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები