სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1 %-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით, ხოლო წინა წლის სექტემბერთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა.
ფასები 1 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 21.5 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა;
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.58 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.6 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.5 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (42.4 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რამაც 0.27 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები