ატენში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტისთვის 335 689 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამრჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 80“-მა სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც სოფელ ბობნევში მდებარეობს, ექსპლუატაციაში 1965 წელს შევიდა.
2017-2018 წლებში განხორციელდა სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომელშიც წყლის მიწოდება ხდებოდა ბობნევში არსებული წყალშემკრებიდან.
სამუშაოების დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ, სათავის შემკრებ ჭაში მოულოდნელად წყლის დებეტმა იკლო. შესაბამისი კვლევებით დადასტურდა, რომ წყლის დაკარგვა სათავე ნაგეგობობის ერთ-ერთი ამორტიზირებული კედლიდან წყლის გაჟონვამ, ასევ კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები