შიდა ქართლის მასშტაბით ტურისტული ბანერები განთავსდა

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით, ტურისტულად აქტიურ და ხალხმრავალ ლოკაციებზე საინფორმაციო ბანერები განთავსდა.
პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდა.

ბანერები ლომჭაბუკის სკვერის, გორის ციხის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარე გუდვილისა და სმარტის ტერიტორიაზეა განთავსებული.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბანერების განთავსება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელი ტურისტების ინფორმირებას, ასევე რეგიონში არსებული ძეგლებისა და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები