ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ე.წ. ხუთსართულიანებთან,  სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალ სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი, დასასვენებელი სივრცე და გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები მოეწყობა, განთავსდება შესაბამისი ინვენტარი, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და დამონტაჟდება გარე განათება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ დასახლებაში სკვერი ამ დრომდე არ არსებობდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები