გომის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. ახლადრეაბილიტირებული სააღმზრდელო დაწესებულება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილეებმა: ზვიად ქურდაძემ, ზურაბ როსებაშვილმა და სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა – თათია ბროლიძემ გახსნეს.
„წლების განმავლობაში შენობის მხოლოდ ნაწილი იყო გარემონტებული და ერთი სააღმზრდელო ჯგუფი ფუნქციონირებდა, ამჯერად კი შესაძლებელი გახდა ჯგუფების დამატება.
სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა და ჯამში 35 281 ლარი დაიხარჯა“ ნათქვამი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები