კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 650 მლნ ლარს გადააჭარბა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 650,173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ბანკებმა 380,552 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო ხარჯებმა 273,615 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა – 5,379 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა, 49,073 მლნ ლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 96,620 მლნ აშშ ლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ბანკებმა 10,323 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები