აზერბაიჯანის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 8%-ს გადააჭარბა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 8,2 % ანუ 754 855.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-4 ადგილზეა.
აზერბაიჯანიდან განხორციელებული იმპორტი 399 742.5 ათას აშშ დოლარს, ხოლო აზერბაიჯანში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება 355 113.0 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ექსპორტის მიხედვით აზერბაიჯანი რუსეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 293.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 032.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (772.4 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები