პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მთავარი შეკითხვები, რომელსაც მიქაუტაძეს დაუსვამენ, მისი ბიოგრაფია და წარსული საქმიანობაა.

“ისევე როგორც სხვა კანდიდატებთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეკითხვები გვექნება როგორც მის პროფესიულ საქმიანობასთან, ასევე მის წარსულ საქმიანობასთან და ბიოგრაფიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაისმება ყველა ის შეკითხვა, რომელიც გვაქვს პარლამენტის წევრებს”, – განმარტა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე 2012 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. 2016-2017 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო; 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად იქნა არჩეული; 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები