თორნიკე მამალაძე: მხოლოდ მეუფე იოანეს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს თუ რა საკითხები იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული

მხოლოდ მეუფე იოანეს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს თუ რა საკითხები იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული, – ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე რუსთავის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სინოდის სხდომაზე ბრალდებული დეკანოზის საკითხს არ განიხილავს.

თორნიკე მამალაძის თქმით, მიმდინარე პროცესები მათ დისკრედიტაციაზე მიანიშნებს.

“მხოლოდ მეუფე იოანეს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს თუ რა საკითხები იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული. ეს კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი დისკრედიტაცია ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი აქტივობები გადაფარონ. ხარებავამ, რომელმაც მოაწერა ხელი, ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემ ძმასთან საერთოდ არ ყოფილა, ამ ადამიანის მიმართ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ჩემი აზრით ის არის მოსყიდული,” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდს საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები