პროექტი “გაიცანი პროფესია“ გრძელდება – მერაბ ქვარაიას მასტერკლასი ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველებს

0

პროექტი “გაიცანი პროფესია“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, ლიდერთა კლუბის წევრები პოლიტიკოსს, ეკონომისტს, იურისტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ზუგდიდის მაჟორიტარ- დეპუტატს, მერაბ ქვარაიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობაზე, სტრუქტურაზე, ფრაქციებსა და კომიტეტების შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტარმა ბავშვებს გააცნო გზა, რომელიც მან გამოიარა დაბადებიდან დღემდე, გაუზიარა მათ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება და წარმატების სტრატეგია. ასევე, ისაუბრა სხვადასხვა პროფესიაზე და აღნიშნა, რომ პროფესიის სიყვარული ხელს უწყობს საქმის კიდევ უფრო კარგად დაუფლებას.

“ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული შეხვედრა გამოგვივიდა. ახალგაზრდებმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. გულწრფელად აღფრთოვანებული და გახარებული დავრჩი მათი გონიერებით, სიღრმისეული აზროვნებითა და ხედვებით,”- – განაცხადა მერაბ ქვარაიამ .

როგორც პროექტის ავტორმა, ქალბატონმა ირმა კვირკვიამ აღნიშნა, დღევანდელი მასტერკლასი აღმოჩნდა მოზარდებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი, რაც შეხვედრის ხანგრძლივობაზეც აისახა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს და ბიბლიოთეკას სიმბოლურად საკუთარი წიგნი უსახსოვრა და საქართველოს პარლამენტში ექსკურსიაზე მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი