ჭუბერში 18 წლის სპორტსმენი, სავარაუდოდ, ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

0

უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფელ ყარსგურიში. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით,  18 წლის ბიჭმა ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, თავის ტრავმა მიიღო.

როგორც “რეგიონულ კვირას” მესტიის მუნიციპალიტეტის, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლმა, გიორგი ჩხეტიანმა განუცხადა, ახალგაზრდა სკოლის დარბაზში ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და სოფლის ამბულატორიაში გადაყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

“დიდი უბედურება მოხდა. სკოლაში, სავარაუდოდ, ვარჯიშის დროს დაშავებული ბიჭი,სოფლის ამბულატორიაში გადმოყვანამდე, გზაში გარდაიცვალა, ეს უდიდესი ტრაგედიაა. მის ოჯახს ერთი შვილი დარჩა“, – განაცხადა გიორგი ჩხეტიანმა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 18 წლის ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი