“ჩვენ ხმას გავაგონებთ რუსეთს” – ქუთაისში სტუდენტებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

0

„არა რუსეთის ოკუპაციას“- ამ ლოზუნგით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მესხიშვილის თეატრს წინ შეიკრიბნენ და ატოცში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

„დღევანდელი აქცია ემსახურება ჩვენს მიერ რუსეთის ოკუპაციის დაგმობას. ვაპროტესტებთ მიმდინარე პროცესებს ატოცში. ეს ჩვენთვის მძიმე რეალობაა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გვქონდა საშუალება გადავადგილებულიყავით სხვის დაუკითხავად ჩვენივე მიწა-წყალზე. ვიმედოვნებთ, რომ ამასაც არ დავკარგავთ და ჩვენი აქცია გამოიღებს შედეგს. ჩვენ ხმას გავაგონებთ რუსეთს“,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნინო იობაშვილი.

კომენტარები

კომენტარი