“ანაკლიის კონსორციუმის” 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord გახდა

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord  გახდა.

“კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა, რის შესახებაც სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტომ კონსორციუმს უკვე აცნობა.

ცნობისთვის, კონსორციუმმა შესაბამის უწყებას Van Oord-ის მიერ აქციების შესყიდვის სურვილთან დაკავშირებით გასულ თვეს აცნობა. უწყებამ გადაწყვეტილება 28 დღის ვადაში მიიღო. Van Oord ჰოლანდიური კომპანიაა, რომელმაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი “მერიდიანი“ ჰყავს წარდგენილი, რომელიც ამერიკული “კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებლად მოიაზრება. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები