სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარედ დღეს კომისიამ დავით ნარმანია აირჩია.

მის კანდიდატურას კომისიის ოთხივე წევრმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სემეკ-ის თავმჯდომარეს უშუალოდ კომისიის წევრები საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევა ერთხელ უკვე სცადეს, მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. პროცესი მას შემდეგ შევიდა ჩიხში, რაც “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მმართველ გუნდს შეახსენა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სემეკის თავმჯდომარის წარდგენის უფლება არ აქვს. სემეკ-ის თავმჯდომარის ასარჩევად კანონში ცვლილებების შეტანა გახდა აუცილებელი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები