საფრანგეთში სომხური გამოცემის რედაქცია დაარბიეს

0

პარიზში სომხური ჟურნალის Nouvelles d’Arménie-ის რედაქციაში უცნობი პირები შეიჭრნენ.

ამის შესახებ მედიას ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა არა ტორანიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ოფისში სამი კომპიუტერი და ფოტოაპარატი გატეხეს.

ჟურნალი სომხური თემის ცხოვრებას და სამშობლოსთან კავშირებს აშუქებს, ასევე სირიაში მიმდინარე მოვლენებსაც აკვირდება .

ეჭვმიტანილები ჯერჯერობით დაკავებული არ არიან.

როგორც ტორანიანმა განაცხადა, ბოლო დროს რამდენიმე აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სირიაში „თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ იყო მიმართული“.

მომხდარს საფრანგეთში სომხეთის ელჩი ასმიკ ტოლმაჯიანიც გამოეხმაურა. მან მომხდარი მკაცრად დაგმო და „რესპუბლიკის ფასეულობებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ“ მიმართულ ქმედებად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი