კოოპერატივმა ,”ათენამ” სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობით 3500 კვ.მ-ზე სასათბურე მეურნეობა მოაწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მდებარე, სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა “ათენა” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ დაათვალიერა და მეწარმის სამომავლო გეგმებს გაეცნო.

როგორც “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კოოპერატივ “ათენა”-ს სათბური 3500 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული. მეწარმე აქ წარმოებულ ბოსტნეულს ქართულ ბაზარზე ყიდის, სასათბურე მეურნეობაში მუდმივად 4 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.

კოოპერატივმა “ათენამ” სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, მან “ერთიანი აგროპროეტის” ფარგლებში, 110 ათას ლარიანი გრანტი მიიღო, ხოლო 160 ათასი ლარი „შეღავათიანი აგროკრედიტის” საშუალებით.

სასათბურე მეურნეობა “ათენა” გაფართოებას და დამატებითი სათბურების აშენებას აპირებს, რაც მეტი ადგილობრივის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები