ზაალ კასრელიშვილი: დავით-გარეჯთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, საქართველოს მთავრობა არ უნდა მოერიდოს ისტორიული დოკუმენტების ფრიალს

დავით-გარეჯთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საქართველოს მთავრობა არ უნდა მოერიდოს ისტორიული დოკუმენტების ფრიალს, – ამის შესახებ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილი დავით- გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„რაც გიორგი გახარიამ გააკეთა, ეს მანამდე უნდა გაეკეთებინა სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებას, მანამდე შევარდნაძის დროინდელ ხელისუფლებას. მოლაპარაკებებს ვგულისხმობ. მაგრამ, რადგან ჩვენ არ ვართ ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ყველა უბედურების თავი და თავი ესაა.

რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმალურ ვარიანტს – მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საქართველოს მთავრობა არ უნდა მოერიდოს ისტორიული დოკუმენტების ფრიალს. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. 90-იან წლებში სცადეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გაღვივება , ქვემო ქართლში ყარაბაღის მოწყობა უნდოდათ და არ გამოუვიდათ, ახლა იგივე მცდელობაა. მცდელობაა მათგან, ვისაც გავლენების მოპოვება უნდა კავკასიაში, ვისაც სურს, ამ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა არ იყოს . პირველ რიგში ეს რუსეთია. ასევე დიდი ხანია ვხედავთ სომხური ლობის კვალს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები