ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის” წევრი, ბილაინი მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია.
Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯიბრი საქართველოში დღეს ასტროფიზიკის ობსერვატორიაში იწყება.
NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48 საათიანი ჰაკათონია. პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების გენერირებას, რომლებიც კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. შეჯიბრი NASA Space Apps ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა, რომელიც ერთდროულად 200-მდე სხვადასხვა ლოკაციაზე მსოფლიოს გარშემო საასპარეზოდ იწვევს ყველა სრულწლოვან ადამიანს, ვინც დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით.
NASA Space Apps Challenge საუკეთესო შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის საქართველოდან ჩაერთონ გლობალურ კონკურსში და იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად NASA-ს მიერაა განსაზღვრული როგორც პრიორიტეტი, დედამიწასა და კოსმოსში. ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ, ხოლო პირველ და მეორე საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდები ფულად ჯილდოებს მიიღებენ 2,000 და 1,000 ლარის ოდენობით.
ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau-სა და ბილაინს შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭერაზე.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები