თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას წყვეტს – შეთანხმება მიღწეულია

თურქეთი სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციას „მშვიდობის წყარო“ ხუთი დღით წყვეტს.

შესაბამისი შეთანხმება ანკარაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსისა და თურქეთის ლიდერის რეჯეპ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკების დროს იქნა მიღწეული.

როგორც მაიკ პენსმა განაცხადა, 5 დღის განმავლობაში ქურთთა მუშათა პარტიის წევრებმა ე.წ. უსაფრთხოების ზონა უნდა დატოვონ, სადემარკაციო ზოლი, თურქეთ-სირიის საზღვრის სამხრეთით 30 კმ დაშორებით იქნება.

ვაშინგტონმა ქურთებისგან თურქეთის საზღვრიდან ორგანიზებული გასვლის გარანტია მიიღო.

პენსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ქმედებებს არ აპირებს და მხოლოდ დიპლომატიით შემოიფარგლება.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ანკარას დამატებით სანქციებს არ დაუწესებს, მეტიც, ის მზად არის სამხედრო ოპერაციის დასრულებისთანავე დაწესებული სანქციები მოხსნას.

მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ ვაშინგტონისგან მიიღო ის „რაც უნდოდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები