ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელი 29 წლის გ.ბ გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა
დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, დარკვეთის მაღაროში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.
ამ დროისთვის “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.

“ჯორჯიან მანგანეზმა” აღნიშნულის შესახებ
განცხადება გაავრცელა და თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
“ჯორჯიან მანგანეზი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები