დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-მდე შემცირდა

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-მდე ანუ 5 %-ით მცირდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
როგორც მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, ეს ნიშნავს რომ უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით კომერციულ ბანკებს გარკვეული შეღავათები მიეცემათ, რაც მათ საშუალებას მისცემს სესხების სახით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის გასცენ. გვენეტაძის განმარტებით, აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და შესაბამისად, დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხის შემცირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები