“აზერბაიჯანის ავიახაზების“ წილი საქართველოს ავიაბაზარზე 3 %-ს შეადგენს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე აზერბაიჯანული ავიაკომპანიის „აზერბაიჯანის ავიახაზების“ წილი 3 %-ს შეადგენს.
როგორც ანგარიშშია მითითებული, 2019 წლის 9 თვეში „აზერბაიჯანის ავიახაზები“ 103 186 მგზავრს მოემსახურა. საერთო ჯამში უცხოური ავიაკომპანიების წილი საქართველოს ავიაბაზარზე 88 %-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები 4,057,319 მგზავრს მოემსახურნენ. პირველ ადგილზე 15 %-იანი წილით უნგრული Wizz Air-ია, რომელიც 592,988 მგზავრს მოემსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები