“თბილისის ფორუმი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ახალი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია”

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი სწორედ ის სადისკუსიო პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს შეუძლია, შეასრულოს რეგიონალური ჰაბის ფუნქცია”, – ამის შესახებ მდგრადი განვითარების ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ინგა ფხალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ფორუმი, რომელიც წელს მესამედ ტარდება, კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ახალი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია.
„ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზაზე მდებარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია გახლდათ, რაც უზრუნველყოფდა ქვეყნის ცნობადობას უძველესი დროიდან მოყოლებული. თუ გავითვალისწინებთ აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურულ სფეროებში არსებულ პროცესებსა და ტენდენციებს, ჩვენს ქვეყანას თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარებით შესაძლებლობა ეძლევა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს აღმოსავლეთ/დასავლეთის ქვეყნებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაში,“ – განაცხადა „მდგრადი განვითარების ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისათვის, 22-23 ოქტომბერს თბილისში მესამედ ჩატარდება აბრეშუმის გზის ფორუმი. მასზე მოწვეულია 60-მდე ქვეყნის 2000 დელეგატი, მათ შორის ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები