ფულადი გზავნილების მოცულობამ აზერბაიჯანიდან 16 მილიონი დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 28 %-ით გაიზარდა და 2 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხები მთლიანი გზავნილების 2.34 %-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი მე-16 ადგილზეა.

საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით გასული წლის მსგავსად პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია. ფულადი გზავნილების მოცულობამ ამ ქვეყნიდან სექტემბერში 36 მლნ.აშშ დოლარს გადააჭარბა.

მთლიანად მიმდინარე წლის იანვარ- სექტემბერში აზერბაიჯანიდან 16 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები