ფულადი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 149.8 მლნ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ საქართველოში 149,8 მლნ აშშ დოლარი (444.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13, 9%-ით (18, 3 მლნ აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, ფულადი გადმორიცხვებით კვლავ რუსეთი ლიდერობს (24,4%), რომელსაც იტალია (14,07%) და საბერძნეთი (10,63%) მოსდევენ.

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ ფულად მოცულობებს, სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,5 მლნ აშშ დოლარი (60,7 მლნ ლარი ) გაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,5%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები