ერევანში ქურთთა თემის წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს

ერევანში ქურთთა თემის წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს.

როგორც თემის წარმომადგენელმა, სომხეთის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა კნიაზ გასანოვმა განაცხადა, „საელჩოსთან იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვგმობთ ვაშინგტონის ქმედებას, რომელმაც ქურთები თურქების ლულის წინაშე მარტო დატოვეს“.

შეკრებილებმა აშშ-ის საელჩოში წერილი შეიტანეს და იმედს გამოთქვამენ, რომ აშშ პოზიციას შეცვლის.

საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პატივს სცემენ ქურთთა თემის უფლებას აქციის გამართვის შესახებ, თუმცა პასუხს „ახლა ვერ გავცემთ, მაგრამ აუცილებლად გავცემთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები