Newsweek: აშშ-მა რუსეთს სირიის ქალაქი მანბიჯი ჩააბარა

ამერიკელი სამხედროები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სირიის ქალაქ მანბიჯში გამაგრებაში ეხმარებოდნენ, იმ დროს როდესაც ქალაქს თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის ფონზე ტოვებდნენ.

ამის შესახებ გამოცემა Newsweek პენტაგონში მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები „ამ რაიონში უკვე დიდი ხანია იმყოფებიან და რუსეთის სამხედროებს სახიფათო მონაკვეთებში გარკვევაში ეხმარებოდნენ. პრაქტიკულად, ეს ჩაბარებაა. თუმცა, ყველაფერი სწრაფად ხდება“, – აღნიშნავს მაღალჩინოსანი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 14 ოქტომბერს ამერიკელმა სამხედროებმა მანბიჯიდან სწრაფი გასვლა დაიწყეს.

დღეს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მანბიჯთან ახლოს მდებარე დადატსა და უმ-მიალში ბაზები დატოვეს და სირიისა და ერაყის საზღვართან მიემართებიან.

მოგვიანებით აშშ-ის ლიდერობით შექმნილ საერთაშორისო კოალიციაშიც დაადასტურეს, რომ ქალაქიდან საკუთარი ძალების გაყვანა დაიწყეს.

ამის პარალელურად ქალაქში ასადის არმია შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები