ქურთებთან ასადის შეთანხმება რუსეთის პოზიციებს აძლიერებს – ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ხაავისტოს შეფასებით, რუსეთის როლი მაშინ გაძლიერდება, როდესაც სირიის არმია ქურთებს თურქეთთან ბრძოლაში დაეხმარება.

„ქურთებთან შეთანხმება სირიაში ბაშარ ასადის მმართველობას აძლიერებს. მას შეუძლია ქურთებთან შეთანხმებას მიაღწიოს, მოსაზღვრე ტერიტორიები დაიკავოს და მთელი ქვეყანა გააკონტროლოს. შესაბამისად, რუსეთი, რომელიც ასადს უჭერს მხარს, რეგიონში პოზიციებს გაიმყარებს“, – განაცხადა ხაავიტომ.

მისი თქმით, ქურთებისთვის შეთავაზებული მხარდაჭერა ვითარებას მთლიანად შეცვლის.
„თურქეთს ახლა უფრო უჭირს, რადგან მის წინააღმდეგ სახელმწიფო ძალები გაილაშქრნენ. ოპერაცია ანტიტერორისტულს აღარ ჰგავს, არამედ სხვა ქვეყანაზე თავდასხმაა უფრო“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიპლომატი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებმა სწრაფი შედეგი უნდა მოიტანონ, რადგან ანკარას ეკონომიკა ევროპასთან და აშშ-სთან ვაჭრობაზე, ასევე ტურისტულ ბიზნესზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები