“სახელმწიფომ თავისი ვალდებულებების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო”

სახელმწიფომ თავისი ვალდებულებების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზეც, რომელზეც სახელმწიფომ რესურსი გამოყო, აქ არის საუბარი სუბორდინირებული სესხის თანხმობაზე და ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე“, – განმარტა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ დღის ბოლომდე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ შესრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს, მთავრობას უფლება აქვს, მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება.

საპასუხოდ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმი დღეს აღარ აპირებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენას. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერის ნაცვლად, სამინისტრომ მისი საბოტაჟირება მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები