ექსპორტი 11.1 %-ით გაიზარდა

„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ -სექტემბერში ექსპორტმა 2 719.2 მლნ აშშ დოლარი (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 6 474.5 მლნ აშშ დოლარი (3.3 პროცენტით ნაკლები) შეადგინა.
2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.
რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, საქსტატის ცნობით, ის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 %-ს, ანუ 3 755.2 მლნ.აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები