ლევან კობერიძე თვლის, რომ საქართველოში რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, არამედ 1.50 ლარი

პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატმა ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა კახეთში რთველის დასრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 60-80 მლნ ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება რესტორნებში და რქაწითელის ღვინო რესტორნების უმეტესობაში ფალსიფიცირებულია.
“მოვითხოვ მის შემოწმებას, რადგან თუ შემოწმდება, გლეხს ყურძენს ხელიდან წაართმევენ და რქაწითელი უფრო დაფასდება! ამას უნდა მიხედოს დღეს ხელისუფლებეამ და არა 60 მლნ ლარის გამოყოფას სუბსიდირების სახით რქაწითელის ყურძნის შესასყიდად”, – აცხადებს ლევან კობერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები