“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობისთვის დღეს არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს”

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს, – ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსორციუმმა ხედვა წარადგინა და მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

“არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ ვაპირებთ. ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ, მაგრამ დღეს, 12:00 საათზე გამართული ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, რეალურად რა განწყობა აქვთ მათ. იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა მთავრობას ჩვენი ეს განწყობა და გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარში, კიდევ ერთხელ ხდება ამ პროექტის ძალიან ნეგატიური დაკნინება და ხელისშემშლელი პირობების წაყენება“, – განმარტა ახვლედიანმა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები