ჩინეთში კომერციულ ბანკში ნგრევა მოხდა, არიან დაღუპულები

ჩინეთში, ცზილინის პროვინციაში კომერციულ ბანკში ნგრევა მოხდა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო China News-ის ინფორმაციით, ბანკს 4 სართული აქვს, შემთხვევის მომენტში იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ტარდება.

მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები