ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში “ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (51 აბი) გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები