თამთა თოდაძის ადვოკატი: მოვითხოვთ უკლებლივ ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც 30 სექტემბერს თამთა თოდაძის სახლში იმყოფებოდა

მივმართავთ პროკურატურას შუამდგომლობით და მოვითხოვთ უკლებლივ ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც 30 სექტემბერს თამთა თოდაძის სახლში იმყოფებოდა, – ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომლის, თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თოდაძის დაცვის მხარეს პროკურატურასთან სხვა შუამდგომლობებიც აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე შინაარსთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

“დღეს კავშირი „საფარი“ მიმართავს საქმის ზედამხედველ პროკურორს და მოითხოვს თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდეს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: კერძოდ, ეს ეხება მოწმეების გამოკითხვას , 30 სექტემებერს, შემთხვევის დღეს, თამთა თოდაძემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, ადგილზე ,მის სახლში იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის , კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები . ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ისნის მე-11 განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე, ასევე ისინის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები. ისინი არიან თვითმხილველები იმ ფაქტისა, თუ რა ემოციური მდგომარეობა ჰქონდა თამთას და რა ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე. ასევე ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, ნასვამ მდგომარეობაზე – ისინი პირველები იყვნენ , ვინც ნახეს რომ თამთა ნამდვილად არ ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში. ერთერთი გარემოება სწორედ ეს არის ჩვენი შუამდომლობისა , რომ გამოკითხულ იყვნენ ამ ნაწილშიც.
სწორედ ამიტომ, დღეს მივმართავთ პროკურატურას შუამდგომლობით და მოვითხოვთ უკლებლივ ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც 30 სექტემბერს თამთა თოდაძის სახლში იმყოფებოდა.
ასევე გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა პროკურატურასთან. ზოგიერთი მათგანი არის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მათგანი არის ჩვენს მიერ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ ჩვენი შუამდგომლობის შინაარს , გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიების ინტერესს არ შევუშალოთ ხელი“- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თოდაძე პროკურატურას დაზარალებულად ჰყავს ცნობილი.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები