ესპანეთში მიგრანტების დასახლებაში ხანძარია

ესპანეთის ქალაქ ლეპეში მიგრანტების დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.
ტელეარხის Antena 3-ის ინფორმაციით, დასახლებიდან 300 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა. ძლიერმა ქარმა კი ცეცხლის ალი სწრაფად გაავრცელა, ჯამში 400 შენობა განადგურდა.

ტელეარხის ინფორმაციით, დასახლებაში სულ მცირე 900 ადამიანი ცხოვრობს.

ხანძარს ამ დრომდე აქრობენ, პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები