საბერძნეთში მიგრანტების ბანაკში არეულობა და ხანძარი მოხდა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთში სალოსის კუნძულზე განთავსებულ ლტოლვილთა ბანაკში მასობრივი არეულობა მოხდა.

კონფლიქტში სირიელი და ავღანელი მიგრანტები მონაწილეობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე სამმა ადამიანმა დანით მიყენებული ჭრილობა მიიღო, 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მიგრანტებმა არეულობის დროს ბანაკში ხანძარიც გააჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები