მედიის ინფორმაციით, სირიაში სამი ჟურნალისტი დაიღუპა

სირიის ქალაქ რას-ელ-აინთან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ მანქანების კოლონაზე მიტანილ იერიშს სამი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Mayadeen ავრცელებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია. რომ იერიშს 11-ზე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული დაშავდა.

აღნიშნულია, რომ მგზავრებს შორის ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც უცხო ქვეყნის მედიასაშუალებებს წარმოადგენდნენ.

ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, ავტობუსში რამდენიმე ინგლისელი და ფრანგი კორესპონდენტი იმყოფებოდა, ასევე ადგილობრივი მედისაშუალებების რეპორტიორები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები